6 აგვისტოს თბილისი-ქუთაისის რეისზე მგზავრების გზამკვლევები ნიკოლოზ წულუკიძე და ციცინო ზივზივაძე იქნებიან

ხვალ, 6 აგვისტოს თბილისი-ქუთაისის რეისზე მგზავრების გზამკვლევები ნიკოლოზ წულუკიძე და ციცინო ზივზივაძე იქნებიან. ამის შესახებ ,,კვირას” საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.

“სატახტო ქალაქისა და მისი მნიშვნელობის შესახებ მგზავრობის დასაწყისში გიამბობთ, მოგვიანებით კი საინტერესო ამბებს ქუთაისზე მოგიყვებით.

თეატრალების ეზო, ადგილი სადაც რეზო გაბრიაძე და იპოლიტე ხვიჩია ცხოვრობდნენ, იშხნელების გორა, პირველი აფთიაქი და კინოპავილიონი – დაგვემგზავრეთ და წინ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა გელოდებათ.

მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეორგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები.

აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად”, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები