ექიმი: ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობას ქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, პაციენტი მკურნალობას ქირურგიულ დეპარტამენტში აგრძელებს.

“პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, კონტაქტურია. გუშინ გადავიყვანეთ ქირურგიულ დეპარტამენტში და ახლა მკურნალობას ქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. ამ ეტაპზე რაიმე სახის დამატებითი ჩარევა, ჯერჯერობით, დაგეგმილი არ არის”, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულს, ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები