სახალხო დამცველი: მზად ვართ, ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, ჩავერთოთ საქმეში და დამატებითი დახმარება გავუწიოთ ბაჩალიაშვილის ოჯახს
“თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას ვაკვირდებით”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, მინიჭებული მანდატის ფარგლებში, ბაჩალიაშვილის ოჯახს დახმარება გაუწიოს.
“ვაკვირდებით, რა თქმა უნდა, მიმდინარე გამოძიებას. შევხვდით ადვოკატსა და დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელიც არის ჩართული ამ საქმეში. ასევე, დამატებით თუ რაიმე თხოვნა ექნებათ სახალხო დამცველთან ადვოკატს ან დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, ჩავერთოთ და დამატებით დახმარება გავუწიოთ ოჯახს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.