თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ოფიციალურ გვერდს Facebook-ის ადმინისტრაციისგან ვერიფიკაცია მიენიჭა

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ოფიციალურ გვერდს Facebook-ის ადმინისტრაციისგან ვერიფიკაცია მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

,,თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება.

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის Facebook-ის ოფიციალური გვერდის ერთერთი მთავარი მიზანი ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა, დეზინფორმაციის შემცველი ახალი ამბების გავრცელების პრევენცია და დეზინფორმაციის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირებაა”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები