საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge -ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1182 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ სამი ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 962-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში – 280.