მამაკაცი, რომელიც კიევში ბიზნესცენტრის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია

მამაკაცი, რომელიც კიევში ბიზნესცენტრის შენობაში განლაგებული ბანკის ფილიალის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ქვეყნის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკომ დაწერა.

“ტერორისტი დაკავებულია. აფეთქება არ მომხდარა. შემდეგ სასამართლოა და ხანგრძლივი პატიმრობა”, – დაწერა გერაშჩენკომ.

მანამდე გერაშჩენკომ დაწერა, რომ მამაკაცი უზბეკეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ქარიმოვი სუჰრობ რახმატოვიჩია.

როგორც გერაშჩენკომ სოციალურ ქსელში დაწერა, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე პოლიციაში ამავე შენობაში განლაგებული “უნივერსალ-ბანკის” თანამშრომელმა დარეკა და განაცხადა, რომ შენობაში 35 წლამდე მამაკაცია, რომლის ზურგჩანთაში, მისივე თქმით, ბომბია. ქალს პოლიციაში ბოროტმოქმედმა დაარეკინა.

ბანკის ფილიალის თანამშრომლებმა შენობა დატოვეს, თუმცა განყოფილების უფროსი საკუთარი სურვილით ადგილზე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები