სოფო კილაძე: კონგრესმენების განცხადებები ვერაფერს შეცვლის იმ ძალიან კარგ ურთიერთობაში, რომელიც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს

“კონგრესმენების განცხადებები ვერაფერს შეცვლის იმ ძალიან კარგ ურთიერთობაში, რომელიც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

“კონგრესმენების განცხადებები, ბუნებრივია, ვერაფერს შეცვლის იმ ძალიან კარგ ურთიერთობაში, რომელიც გვაქვს ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისევე, როგორც გვქონდა შემთხვევები, როდესაც საქართველოს პარლამენტის ცალკეულმა დეპუტატებმა ოპოზიციიდან გააკრიტიკეს ხან პომპეო, ხან – მერკელი და ა.შ. ეს გავლენას ვერ იქონიებს საქართველოს ოფიციალურ პოზიციაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართაც და გერმანიის მიმართაც არის ძალიან კარგი”, – აღნიშნა სოფიო კილაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები