ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა, – განაცხადეს დე ფაქტო მთავრობის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.
აღინიშნება, რომ გასულ დღე-ღამეში 134 ტესტი იყო გაკეთებული, მათგან მხოლოდ 8 დადებითია.
გუდაუთის საავადმყოფოში უკვე 11 პაციენტი მკურნალობს; 20 სახლშია, თვითიზოლაციაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 71 დადასტურებული შემთხვევაა, 37 გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.