მედია: თამარ ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 ათასი ლარი ჰქონდა

თამარ ბაჩალიაშვილს, რომლის ცხედარი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში იპოვეს, ანაბარზე 75 ათასი ლარი ჰქონდა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ქრონიკითვის“ გახდა ცნობილი.

22 ივლისს ბაჩალიაშვილის ავტომობილში, სავარაუდოდ, მის მიერ დატოვებული წერილი იქნა ამოღებული, რომელშიც წერია, რომ „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“.

თამარ ბაჩალიაშვილი დღეს დაკრძალეს.

მის საქმეზე გამოძიება ​თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, მას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის დაემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები