სომხეთში კორონავირუსი 2 ათასზე მეტ ბავშვს აქვს გამოვლენილი

სომხეთში პანდემიის დაწყებიდან “კოვიდ-19” 2 230 ბავშვს აქვს დადასტურებული.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაზე მცირეწლოვანი 28 დღის ჩვილი იყო.

ამასთან, 1 134 ბავშვის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც საშუალო ან მსუბუქი სიმძიმის. ამჟამად, ერთი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, 12-ის – მძიმე.

158 ბავშვს პნევმონია აქვს დიაგნოსტირებული.

​ასევე, აღინიშნება, რომ კორონავირუსი უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვებშიც არის გამოვლენილი, მათი საერთო რიცხვია 71.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები