ვახტანგ ჭარაია: სააგენტო „აწარმოე საქართველოში” პროაქტიული მუშაობის რეჟიმზე გადავიდა და ერთერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი, შედეგზე ორიენტირებული სააგენტოა საქართველოში

„აწარმოე საქართველოში” მნიშვნელოვნად არის გაძლიერებული და ეს მათ პრეზენტაციასაც ეტყობა – ისინი მოლოდინის რეჟიმიდან პროაქტიული მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ”, – ამის შესახებ თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ექსპერტებთან ერთად უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხზე იმსჯელეს.

მან ხაზი გაუსვა, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ძალიან ბევრი სიახლე აქვს და ის ერთერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი, შედეგზე ორიენტირებული ორგანიზაციაა საქართველოში.

„ამ სააგენტოსა და მის ხელმძღვანლობას დღეს ძალიან დიდი მოწონება დავუფიქსირეთ იმიტომ, რომ, რეალურად, ისეთი ინიციატივები აქვთ, რომელიც საქართველოსთვის სიახლეა და რომელიც შეიძლება  არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ზოგადადაც სიახლე იყოს. დღევანდელ შეხვედრაზე დამატებით რეკომენდაციებზე იყო საუბარი, რადგან სააგენტოს მუშაობამ და მათმა ინიციატივებმა კიდევ ახალი იდეები დაგვიბადა, რომელიც მათ შევთავაზეთ. დარწმუნებული ვარ, რომ სააგენტო ამ მიმართულებითაც იმუშავებს, რათა მათი შედეგები უფრო მასშტაბური გახდეს”, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები