ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში “კოვიდ-19”-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და უკვე 7 ინფიცირებულია.
ე.წ.ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასულ ერთ დღეში ბიომასალა 236 პირისგან იქნა აღებული, თუმცა მხოლოდ 5 იყო დადებითი.
ინფიცირებულები არიან სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც დაავადებულ პაციენტებთან ჰქონდათ კონტაქტი.
აღინიშნება, რომ ყველა მათგანში დაავადება უსიმპტომოდ ვითარდება.
23 ივლისს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განაცხადეს, რომ “კოვიდ-19”-ის ორი ახალი შემთხვევა გამოავლინეს.
მანამდე კი, 15 ივლისს აღნიშნეს, რომ გუდაუთის საავადმყოფოდან უკანასკნელი ორი პაციენტი გაწერეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 38 შემთხვევა გამოავლინეს, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნულ რიცხვს ემატება 7 ახალი და, ჯამურად, 45 დადასტურებული შემთხვევაა.