შს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

ვახტანგ გომელაურმა მარეკ შჩიგელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში არსებული კრიტიკული ვითარება განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული, უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის ფონზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს.

შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები