აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 770 ათასს უახლოვდება
აფრიკის კონტინენტზე “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულთა რიცხვი 769 608-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობა ავრცელებს.
აღინიშნება, რომ კონტინენტზე ვირუსს 16 435 პაციენტი ემსხვერპლა.
ამასთან, 435 ათასზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა.
ორგანიზაციის მონაცემით, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლენილია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში – 394 948; ეგვიპტეში – 89 745; ნიგერიაში – 38 344.
ასევე, ლეტალური შემთხვევების უმრავლესობაა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 5 940; ეგვიპტეში – 4 440 და ალჟირში – 1 111.