ტიბეტში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ჩინეთის დასავლეთით, ტიბეტის ავტონომიურ რაიონში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუაზღვის სეისმური ცენტი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:07 საათზე 19 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.