ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში “კოვიდ19”-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ე.წ.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი შემთხვევა სოხუმის საავადმყოფოს პაციენტს გამოუვლინდა, ხოლო მეორე ინფიცირებული სომხეთის მოქალაქეა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამუშაოდ იყო ჩასული.

ე.წ.უწყებაში აცხადებენ, რომ სოხუმის სამედიცინო დაწესებულებას დეზინფექცია ჩაუტარდა.

15 ივლისს კორონავრიუსთან ბრძოლის შტაბში განაცხადეს, რომ გუდაუთის საავადმყოფოდან “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული უკანასკნელი ორი პაციენტი გაწერეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 38 შემთხვევა გამოავლინეს, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები