ლევან კობიაშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ამბობს ოპოზიცია ან ჩემი კონკურენტი, ჩემთვის მთავარია, რომ გუნდმა კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა

“ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ამბობს ოპოზიცია ან ჩემი კონკურენტი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნებიდან” გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

კობიაშვილის თქმით, მისთვის მთავარია, რომ გუნდმა ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

“ნამდვილად არ მაინტერესებს, რას ამბობს ჩემი კონკურენტი. მე მაქვს ჩემი მიზანი ჩემს გუნდთან ერთად და მაქსიმალურად ვეცდები, ამ მიზანს მივაღწიო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ამბობს ოპოზიცია ან ჩემი კონკურენტი, ჩემთვის მთავარია, რომ, პირველ ყოვლისა, გუნდმა კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა, რაც მნიშვნელოვანია. იცით, რომ ვარ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი რაიონში, რომელი რაიონიც არის ჩემთვის ყველაზე ახლოს. მე ვიცნობ უამრავ ადამიანს, მქონდა მხარდაჭერა 4 წლის განმავლობაში და თუკი მე ხელმეორედ ვარ კანდიდატი, ნიშნავს იმას, რომ გუნდთან ერთად ვაკეთებ საქმეს. ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამომრჩევლები კვლავ დამიჭერენ მხარს, როგორც 2016 წელს. რაც შეეხება იმას, რომ მე კახა კალაძის მხარდაჭერილი კანდიდატი ვარ, მე ვარ კალაძის მეგობარი, რაც ძალიან მახარებს, მეამაყება. თუკი ოპოზიცია ან ნებისმიერი ადამიანი ხშირად გაიმეორებს ამას, გამეხარდება და კარგი იქნება, თუ იმ ადამიანებსაც გააგებინებენ ამ ფაქტს, ვინც ეს არ იცის“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები