სერგეენკო: ვალდებულად მივიჩნევ თავს, იმ გუნდს ისევ მხარში დავუდგე, რომელმაც ასეთ სიმაღლეზე დააყენა ჯანდაცვის პრიორიტეტი

პარტია “ქართული ოცნების” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფოკისურებას ჯანდაცვის სფეროზე გააკეთებს.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ჯანდაცვის პრიორიტეტი აწია.

“მე საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში არასოდეს  მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ასეთ სიმაღლეზე აწია ჯანდაცვის პრიორიტეტი და ამდენი რამის გაკეთება შეძლო. ამიტომ, მე ვალდებულად მივიჩნევ თავს, რომ ასეთ გუნდს ისევ მხარში ამოვუდგე და ფოკუსირებული კონცენტრირება გავაკეთეო სწორედ ამ მიმართულებებზე”, – აღნიშნა სერგეენკომ.

“ქართულმა ოცნებამ” დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. თბილისი, პარტიის სახელით კენჭს იყრიან: ვაკე – ნოდარ ტურძელაძე; გლდანი – ლევან კობიაშვილი; სამგორი – სოზარ სუბარი; მთაწმინდა და კრწანისი – ბექა ოდიშარია; ისანი- კახი კახიშვილი; ნაძალდევი- მიხეილ ყაველაშვილი; დიდუბე/ ჩუღურეთი – გია ვოლსკი. რაც შეეხება რეგიონებს: ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატია – ირაკლი ჩიქოვანი; ფოთი, ხობი, სენაკი, – ირაკლი ხახუბია; აბაშა მარტვილი წალენჯიხა ჩხოროწყუ – ალექსანდრე მოწერელია, რუსთავი – ნინო ლაცაბიძე, მარნეული გარდაბანი – ზაურ დარგალი, ბოლნისი დმანისი თეთრიწყარო წალკა- გოგი მეშველიანი, ქუთაისი- ზაზა ლომინაძე, სამტრედია წყალტუბო ვანი ხონი- გივი ჭიჭინაძე, საჩხერე ჭიათურა ხარაგაული- პაატა კვიჟინაძე, ზესტაფონი ბაღდათი თერჯოლა ტყიბული- ბეჟან წაქაძე, გორი კასპი – გიორგი ხოჯევანიშვილი, ხააური ქარელი- ზაზა დუგლაძე, ამბროლაური ონი ცაგერი მესტია- გოჩა ენუქიძე, ახალციხე ადიგენი ბორჯომი ასპინძა- ანტონ ობოლაშვილი ბათუმი- რესა კონცელიძე, ქობულეთი- ზაალ მიქელაძე, ხულო შუახევი ქედა- ანზორ ბოლქვაძე, მცხეთა დუშეთი ყაზბეგი მთიანეთი- შალვა კერესელიძე, ოზურგეთი ლანჩხუთი ჩოხატაური- ვასილ ჩიგოგიძე, თელავი ახმეტა ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანი საგარეჯო სიღნაღი დედოფლისწყარო – დავით სონღულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები