ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით იმერეთში საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით იმერეთში საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ დაადასტურა. მამაკაცი წყალტუბოს მკვიდრია. ინფიცირების წყარო უცნობია. მისი ინფორმაციით, აღნიშნული დაავადება იმერეთის რეგიონში იშვიათია.

დაავადება ჰოელომას ტკიპის ნაკბენით გადადის და შემთხვევა სოფლის მეურნეობით დაკავებულ ადამიანებში გვხვდება. შესაძლოა, მწერი აღმოსავლეთში ნაყიდ ცხოველს ან თივას შემოყვა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები