ნინო ლომჯარია: ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი
“ძალადო , ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, არის კრიმინალი”, – ასე შეაფასა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.
ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია ის, თუ რა გზავნილებს ავრცელებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.
„ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად იქნება, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი-ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება და მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები”, – აღნიშნა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა და განაცხადა – “მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი. ძალადობა ადამიანებზე არის მიუღებელი, ძალიან არაქართული”.