ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები აღარ ჰყავთ
ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის შტაბში განაცხადეს, რომ გუდაუთის საავადმყოფოდან “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული უკანასკნელი ორი პაციენტი გაწერეს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ტესტირება 50 ადამიანს ჩაუტარდა, თუმცა არცერთი მათგანი დადებითი არ იყო.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 38 შემთხვევა გამოავლინეს, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.