პაატა იმნაძე: კოღოები კორონავირუსის გამავრცელებლები არ არიან

“კოღოები კორონავირუსის გამავრცელებლები ნამდვილად არ არიან”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კითხვას – შეიძლება თუ არა, კოღოები გახდნენ კორონავირუსის გამავრცელებლები.

„დაწყნარდით, არა, რადგან ეს არის წვეთოვანი ინფექცია. გამოჩნდა რაღაც მოსაზრებები, რომ შესაძლებელია, იყოს ჰაეროვანი გზითაც გადაცემა. ყოველ შემთხვევაში, კოღოები ნამდვილად არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები