Save the Children: პანდემიის შემდეგ სკოლებში 10 მილიონამდე ბავშვი აღარ დაბრუნდება
ბრიტანულ არასამთავრობო ორგანიზაციაში – Save the Children-ში ვარაუდობენ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ სკოლებში, სულ მცირე, 9,7 მილიონი ბავშვი აღარ დაბრუნდება.
ორგანიზაციის ექსპერტები კვლავ საუბრობენ “განათლების სფროში არსებულ უპრეცედენტო გლობალურ საგანგებო ვითარებაზე”.
აღინიშნება რიგ ქვეყნებში პანდემიის დაწყებიდან ბიუჯეტების შემცირება და მზარდი სიღარიბე.
მსოფლიოს 12 ქვეყანასა (დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, ასევე იემენსა და ავღანეთში), არსებობს “საგანგებოდ მაღალი რისკი” იმისა, რომ ბავშვები სკოლას სამუდამოდ დატოვებენ, კიდევ 28 ქვეყანაში ზომიერი ან მაღალი რისკია.
Save the Children-ში ვარაუდობენ, რომ ამ ვითარებაში გოგონები მეტად დაზარალდებიან, ვიდრე – ბიჭები, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში დახურული საგანმანათლებლო დაწესებულებების ფონზე მათ გენდერული ძალადობა, ნაადრევი ქორწინების რისკი და მშობიარობა ემუქრებათ.
ამასთან, ბევრი ოჯახი გახდება იძულებული, შვილები სკოლიდან შრომითი საქმიანობისთვის გამოიყვანონ.