ტრამპის საკომუნიკაციო გუნდი უარყოფს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საკომუნიკაციო გუნდი უარყოფს მოსაზრებას, რომ მან შესაძლოა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის ბოლოდროინდელი განცხადებების საფუძველზე, გამოითქვა ვარაუდი, რომ ის ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდა.
„ვიცე-პრეზიდენტის მიერ ნათქვამი აბსოლუტურად არაფერი მიუთითებს ამაზე [ბირთვული იარაღის გამოყენება], ჯამბაზებო“, – წერს ტრამპის კომუნიკაციების გუნდი.