არჩილ გორდულაძე: უმნიშვნელოვანესია, ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს, დაუბრუნდნენ ნამდვილად ევროპულ საწყისებს, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, სხვა ქვეყნებში ჩაურევლობას და სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას

უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირში ევროპა დაბრუნდეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მმართველი გუნდის წევრი გამოცემა POLTICO-ს სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც ევროპის საგარეო პოლიტიკის მზარდ ჩავარდნაზეა საუბარი.

„მნიშვნელოვანია, დაუბრუნდნენ ნამდვილად ევროპულ საწყისებს, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, სხვა ქვეყნებში ჩაურევლობას და რაც მთავარია, სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ვერ ვხედავთ. როდესაც ჩვენი გუნდი ქართველ ხალხთან ერთად ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს, განსაკუთრებული შანტაჟის, დაშინების და ზეწოლის ობიექტები ვართ ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩაფლავებისკენ არის ხოლმე მიმართული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები