გიორგი გაბუნია: პოლიტიკური ლიდერშიფი, რომელიც ევროკავშირს მართავს, არის ძალიან სერიოზული პრობლემა თავად ევროკავშირისთვის – მათ მიერ განხორციელებული საგარეო და საშინაო პოლიტიკა არის ის ძალიან რთული ჩიხი, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს
„პოლიტიკო“ ახლა საუბრობს ამ საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლება იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობდა და საუბრობს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი პოლიტიკური ლიდერშიფი, რომელიც ევროკავშირს მართავს, არის ძალიან სერიოზული პრობლემა თავად ევროკავშირისთვის.
„დღევანდელი პოლიტიკური ლიდერშიფი, რომელიც ევროკავშირს მართავს, არის ძალიან სერიოზული პრობლემა თავად ევროკავშირისთვის. მათ მიერ განხორციელებული საგარეო და საშინაო პოლიტიკა არის ის ძალიან რთული ჩიხი, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, თუ არსებითად არ მოხდა ამ პოლიტიკის გადასინჯვა“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.