ვენსი: აშშ-მა ირანში თავის სამხედრო მიზნებს დიდწილად მიაღწია, ომი მალე დასრულდება
აშშ-მა ირანში თავისი სამხედრო მიზნები დიდწილად შეასრულა და ომი მალე დასრულდება,- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შეერთებულმა შტატებმა დიდწილად მიაღწია თავის სამხედრო მიზნებს. ჯერ კიდევ არის რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც გვსურს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ცოტა მეტი სამხედრო სამუშაო ჩავატაროთ ირანის იარაღის წარმოების უნარზე. თუმცა, შეერთებული შტატების სამხედრო მიზნები დიდწილად მიღწეულია. ეს ნიშნავს, რომ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს ომი ძალიან მალე დასრულდება“, – აღნიშნა ვენსმა.