ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველ 140 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი სვანიძესთან, ერთად „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
სააღდგომო ნობათის მომზადების პროცესში, ტრადიციულად, კომპანია „სავანეთი“ ჩაერთო. სასურსათო ნობათი ჯამში 140 ოჯახს გადაეცა, რომელთა შორის იყვნენ შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარები.