რომის პაპი: ირანელი ხალხის წინააღმდეგ მუქარა მიუღებელია

კასტელ განდოლფოში ჟურნალისტებთან საუბრისას, რომის პაპი ლეო XIV მოუწოდებს „ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანს, ყოველთვის ეძიოს მშვიდობა და უარყოს ომი“.

პაპი მხარეებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მისაღწევად და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ომის, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის იმ მუქარის ფონზე, რომლის მიხედვითაც ის სამშაბათს ღამით „მთელი ირანული ცივილიზაციის“ განადგურებით იმუქრება, თუ თეირანი არ შეასრულებს თეთრი სახლის მიერ დაწესებულ ვადას ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ, პაპმა განაცხადა, რომ სურდა კიდევ ერთხელ ეთქვა ის, რაც კვირას თავის მიმართვაში გააჟღერა: „ვთხოვ კეთილი ნების ყველა ადამიანს, მუდამ ეძიონ მშვიდობა და არა ძალადობა, უარყონ ომი – განსაკუთრებით ისეთი ომი, რომელსაც ბევრი ადამიანი უსამართლოს უწოდებს, რომელიც კვლავ ესკალაციას განიცდის“.

იტალიურად საუბრისას მან განაცხადა: „დღეს, როგორც ყველამ ვიცით, ეს საფრთხე მთელი ირანის ხალხის წინააღმდეგაც არსებობს. და ეს ნამდვილად მიუღებელია! აქ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის საკითხებია, მაგრამ უფრო მეტიც, ეს არის მორალური საკითხი, რომელიც მთლიანად ხალხის კეთილდღეობას ეხება“.

პაპმა ყურადღება კონფლიქტის ფართომასშტაბიან შედეგებზეც გამახვილება და თქვა: „ჩვენ გვაქვს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ენერგეტიკული კრიზისი და ახლო აღმოსავლეთში დიდი არასტაბილურობის სიტუაცია, რაც მხოლოდ მეტ სიძულვილს იწვევს მთელ მსოფლიოში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები