ნორვეგიაში სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
ნორვეგიაში, ბერგენიდან ოსლოს მიმართულებით მიმავალ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ NRK იუწყება.
ინციდენტი 7 აპრილს, შუადღისას მოხდა. ბერგენი-ოსლოს მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში ხანძარი გაჩერებიდან გასვლისთანავე გაჩნდა.
ხანძრის შემდეგ მატარებლიდან 200-მდე მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა.
ცეცხლმოკიდებული ვაგონიდან ხანძარი მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.