ოკუპანტებმა მეჯვრისხევში 45 წლის კაცი უკანონოდ დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების მორიგი ფაქტი დღეს გახდა ცნობილი.
3 ივლისს სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ სასაზღვრო ზოლის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 45 წლის ხვიჩა მღებრიშვილი დააკავეს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის დაკავებული ცხინვალში, საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.
მომხდარი ფაქტთან დაკავშირებით, “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები