რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს პეტრე-პავლობას ულოცავს

“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს პეტრე-პავლობას ულოცავს”, – ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო პეტრე-პავლობას ულოცავს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. მართლმადიდებელი სამყარო დღეს წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა მოციქული პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.
წმინდა მოციქული პავლეს კი მოციქულებრივ მსახურებამდე მას სავლე ერქვა. იგი მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.
ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს და მათ თავმოციქულებს უწოდებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები