“მორჩი ბლატაობას” – პარლამენტში რომან კაკულია და ლევან კობერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარე – რომან კაკულია და დამოუკიდებელი დეპუტატი – ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

რომან კაკულიამ დამოუკიდებელ დეპუტატს კახა ბექაურისათვის კითხვების დასმის დროს რეგლამენტის დაცვისაკენ მოუწოდა, რაც კამათის მიზეზი გახდა.

„ნუ მიყვირი, უყვირე ვისთანაც გაგსვლია“, – მიმართა კაკულიამ კობერიძეს.

„ვისთანაც გამსვლია და შენ გიყვირი. კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და საკითხი უნდა განვიხილოთ, ხელი გააჩერე, ჩაწიე ქვემოთ, ნუ მიქნევ ხელებს“, – მიმართა კობერიძემ.

ამის პასუხად კაკულიამ დეპუტატს მოუწოდა: „მორჩი აქ ბლატაობას“.

„ბლატაობას გაჩვენებ, წესიერად ილაპარაკე. მაცადე საუბარი“, – უპასუხა კობერიძემ.

კამათის დროს რომან კაკულიამ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები