ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოავლინეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ პანდემიის პერიოდში 87 დადასტურებული შემთხვევაა, – ამის შესახებ ინფორმაციას “იუგოოსეტპოტრებნადზორი” ავრცელებს.

აღინიშნება, რომ გასულ დღე-ღამეში 61 ტესტი ჩატარდა, მათგან მხოლოდ ორი იყო დადებითი.

კორონავირუსი ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნებულ პირებს გამოუვლინდათ.

6 ივლისს ცხინვალში განაცხადეს, რომ ე.წ.რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებულები აღარ არიან. ჯამურად, 85 გამოჯანმრთელებულ პირზე იყო საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები