ახალი შესაძლებლობა თბილისს – თამარ ტალიაშვილი კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სარაჯიშვილი-ზღვისუბნის ტერიტორიაზე საბაგირო აშენდება
თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სარაჯიშვილი-ზღვისუბნის ტერიტორიაზე საბაგირო აშენდება.
თამარ ტალიაშვილის თქმით, ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც ყველა თბილისელისთვის ეკოლოგიურ და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს.
„კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი თბილისისთვის. ზღვისუბანს სარაჯიშვილის მეტროსთან საბაგირო ხაზი დააკავშირებს. ეს არის პროექტი, რომელიც ყველა თბილისელისთვის ეკოლოგიურ და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს. ეს არის სრულიად ახალი შესაძლებლობა არა მხოლოდ ზღვისუბნელებისთვის, არამედ – მთლიანად ქალაქისთვის.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ერთი საბაგიროს სადგური “თემქის ხევში” განთავსდება, სადაც საქალაქო მნიშვნელობის უნიკალური ზღვისუბნის პარკის გაშენების პროექტი უკვე მომზადებულია“, – აცხადებს თამარ ტალიაშვილი.