რუსუდან თევზაძე: ვწუხვარ, რომ მიწევს, ბოროტებას “ბოროტება” ვუწოდო, თუმცა ფაქტების დამახინჯება და უტრირება მეტი დანაშაულია

“კიდევ ერთხელ გამოვეხმაურები ე.წ. ოპოზიციური სპექტრის თავაშვებულ, სრულიად არაადამიანურ საქციელს. არა და არ დაასრულეს „შაქარაშვილის“ თემით სპეკულაცია. პირიქით, რქებით უტევენ გამოძიებას იმ იმედით, რომ რაიმე სათავისოდ გამოადნონ”, – ამის შესახებ განათლებისა და სოციალური უსაფრთხოების ექსპერტმა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერმა, რუსუდან თევზაძემ განაცხადა.

“სამწუხაროდ, ჟურნალისტთა ნაწილი კერძო სუბიექტური საჭიროებებიდან გამომდინარე მოქმედებს, რომლის დაკვეთა „არადემოკრატიულ საქართველოში“ მოქმედი ტელევიზიებია, საიდანაც ნიაღვარად მოდის ტყუილი და სიბინძურე.
ამას თუ „ზღაპრის“რაკურსით შევხედავთ, რომელიც მარადიული კონცეფციაა და არც არასდროს უწერია შეცვლა, ბოროტს აუცილებლად სძლევს კეთილი და ეს ძალიან მალე იქნება.
გულწრფელად ვწუხვარ, რომ მიწევს, ბოროტებას “ბოროტება” ვუწოდო, თუმცა ფაქტების დამახინჯება და უტრირება კიდევ მეტი დანაშაულია”, – აღნიშნა რუსუდან თევზაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები