სუს-ში ადასტურებენ, რომ დაკავებული ტატო ზარქუა ოკუპირებულ აფხაზეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ტატო ზარქუა ოკუპირებულ აფხაზეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
როგორც “კვირას” სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.
დაკავებულის ნათესავების ინფორმაციით, ტატო ზარქუა 3 ივლისს საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა.