კომპანია „TOB კონტრაქშენი“- ს დირექტორი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

“ჩვენმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთ ტენდერში და არა ორში, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. არ ვიცი რას ემსახურება მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელება”, –  განაცხადა კომპანია „TOB კონტრაქშენი“-ს დირექტორმა ოთარ მაზმიშვილმა, დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობი“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით , რომელიც კომპანია „TOB კონტრაქშენი“-ს საქმიანობას ეხება.

მისივე თქმით, ტენდერი კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

“მინდა აქვე მოგაწოდოთ ინფორმაცია, 30 კმ-ში კი არა, 100 კმ რადიუსში, რომ გამოეცხადებინათ ტენდერი, ჩვენი ქარხნის გარდა სხვა ბეტონის ქარხანა იმ პერიოდში ფიზიკურად არ არსებობდა. ტენდერი ჩატარდა კანონის სრული დაცვით. ტენდერის პირობით მიწოდებული გვაქვს მილიონ ორასი ათასი ლარის ბეტონი და არა ექვსი მილიონის, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ. დღეის მდგომარეობითაც ჩვენი ბეტონის ქარხანა მდებარეობს ყველაზე ახლოს – დაახლოებით 20კმ. სამშენებლო ობიექტთან, ვიდრე სხვა, რაც ადგილობრივი რელიეფის გათვალისწინებით ძალზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროა , როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს არასწორ ინფორმაციას და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა „TOB კონსტრაქშენის“ დირექტორმა ოთარ მაზმიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები