ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ გამოვლენილია 85 შემთხვევა.
ე.წ.მთავარი სანიტარის მოადგილის, ანა გაგლოევას ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში 21 ტესტი ჩატარდა და მათგან მხოლოდ სამი აღმოჩნდა დადებითი.
ვირუსი სამ კურსანტს გამოუვლინდა, რომელიც კარანტინზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, ამჟამად, ცხინვალის საავადმყოფოში 25 ადამიანი მკურნალობს, დაკვირვების ქვეშ 284 პირია, მათგან 215 სამედიცინო დაწესებულების პირობებში.
ე.წ რესპუბლიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 5 მაისს დაფიქსირდა. ამ ხნის განმავლობაში ვირუსის დამარცხება 68-მა პირმა შეძლო.