ადვოკატი: შალვა გოგოლაძე ამბობს, რომ ბენზინი ავტომანქანაში ჩასასხმელად შეიძინა, გოგოს დაწვის ფაქტს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას კი არ აღიარებს

შალვა გოგოლაძის ადვოკატის, გოჩა ხაჩიურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ბენზინი ავტომანქანაში ჩასასხმელად შეიძინა, გოგოს დაწვის ფაქტს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას კი არ აღიარებს.

“დაკავებულს 19/109-ე მუხლის აქვს წარდგენილი, რომელშიც თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. დანარჩენი, თუ რა დანაშაულთან გვაქვს საქმე, სასამართლო მიმდინარეობის დროს გაირკვევა. მასალებიდან გამომდინარე, ბრალდებული ამბობს, რომ მან ბენზინი ავტომანქანაში ჩასასხმელად შეიძინა. მან სამართალდამცავებთან აღიარა, რომ იმ ადგილას იმყოფებოდა. დაწვის ფაქტს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აღიარებს”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ შალვა გოგოლაძეს, რომელმაც 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები