ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს 15 ივლისამდე არ გახსნის

საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი 15 ივლისამდე არ გაიხსნება.

შესაბამის განკარგულებას ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოაწერა.

გამონაკლისი შეეხება ე.წ.დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, სატვირთოს მძღოლებსა და სატვირთო მატარებლების მემანქანეებს.

ამასთან, 15 ივლისამდე ე.წ.საზღვარზე სამედიცინო ბრიგადები 24-საათიან რეჟიმში მორიგეობას განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები