საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ
ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანლებთან შეთანხმებით განცხადებას ავრცელებს.

„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები