გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთერთი მეწილის, პატიმარ გიორგი რურუას მხარდამჭერები და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია” აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს პლაკატები წარწერით – „თავისუფლება გიორგი რურუას” და „გიორგი რურუა პოლიტპატიმარია” უჭირავთ.
აქტივისტების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას ცოტა ხნის წინ სამოქალაქო მოძრაობა – „შეცვალე” შეუერთდა.