ნინო წილოსანი : ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებულ დახმარების პროგრამებზე გვესმის ტყუილები ოპოზიციის მხრიდან
“ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებულ დახმარების პროგრამებზე გვესმის ტყუილები ოპოზიციის მხრიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი კითხვები, რომლებიც პარლამენტის სხდომაზე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დაუსვა, პანდემიასთან დაკავშირებულ ანტიკრიზისულ გეგმასა და აბიტურიენტებს ეხებოდა.
„ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი დახმარებისა და სოციალური დახმარების პროგრამები შევიმუშავეთ, რასაც არაერთი პოზიტიური შეფასება მოჰყვა, თუმცა, მეორე მხრივ, გვესმის გარკვეული ტყუილები ამ პროგრამის გახორციელებასთან დაკავშირებით. ამიტომ მინდა, რომ პარლამენტსა და საზოგადოებას მიაწოდოთ ინფორმაცია, ამ ეტაპზე რამდენად ხდება ამ პროგრამების მიწოდება თითოეული ოჯახისა და იმ ბენეფიციარებისთვის, ვისაც ეს პროგრამა ეკუთვნის ახალ ეკონომუკურ აქტივობაში ჩართვის მსურველ ადამიანებზე, მათ შორის, „აწარმოე საქართველო” ახსენეთ თქვენ და ჩაეშვება თუ არა ეს განახლებული პროგრამა წელს და რაც შეიძლება დროულად? ამასთანავე, ქონების მართვის 100 საპრივატიზაციო ობიექტი, ხომ არ ფიქრობთ, რომ ბიუროკრატია იქნება ამ ნაწილში შესასუსტებელი და საკმაოდ დიდი პოტენციალია ამ ქონებების პრივატიზაციის კუთხით და ახალი ეკონომიკური საქმიანობების კუთხით?”, – მიმართა ნინო წილოსანმა გიორგი გახარიას.
ნინო წილოსანმა, ასევე, ხდომაზე აბიტურიენტების მშობელთა თხოვნა გაახმოვანა.
„ყველამ ვიცით, რომ ეს წელი საკმაო სტრესთან არის დაკავშირებული. ამ ბავშვებისთვის აბიტურიენტობა, მისაღები გამოცდები და, პლუს, პანდემიიის რეგულაციები, რომელიც ძალიან ლოგიკურია, რომ არსებობს, თუმცა მათთვის გარკვეულ შიშის ზარს იწვევს. მინდა, მათი სახელით გთხოვოთ, თუ არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ადამიანების ჯანმრთელობა უპირატესია, გამოცდების მიმდინარეობის პროცესში, თუნდაც იმ პიორბებში, რომ სახელმწიფომ დამატებითი ტექნიკური ან ფინანსური ხარჯები გავწიოთ, შესაძლებელი იყოს, ამ ბავშვებს ჰქონდეთ პირბადით გამოცდების პროცესში ყოფნის საშუალება?”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.