მერაბ ტურავა: ვფიქრობ, შევძლებ, წარმოვაჩინო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე
“ვფიქრობ, შევძლებ, წარმოვაჩინო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე”, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა.
ტურავას თქმით, მას აქვს როგორც საკონსტიტუციო, ასევე – უზენაეს სასამართლოში მუშაობის გამოცდილება.
„დღეიდან უფლებამოსილი ვარ, შევუდგე მუშაობას და ვეცდები, მედიასთან ვიყო გახსნილი და საკონსტიტუციო სასამართლომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება, ექვს წელს ვიყავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, თუ ამას დავუმატებთ ჩემს აკადემიურ საქმიანობასა და გამოცდილებასაც, ვფიქრობ, შევძლებ, წარმოვაჩინო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.