ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უკვე დასრულდა 2 ქუჩის რეაბილიტაცია, სამუშაოები პარალელურ რეჟიმში 9 ქუჩაზე მიმდინარეობს და კიდევ იგეგმება 36 ქუჩის რეაბილიტაცია.

“ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე – ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.

პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში, ჯამურად, 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, რებილიტირდება ზუგდიდის ცენტრალური – შოთა რუსთაველის, სოხუმისა და აღმაშენებელის ქუჩები.

ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციის ეტაპობრივად, წლის ბოლომდე დასრულდება”, –  ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ქუჩების რეაბილიტაციას 52 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები