ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა
ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 85 დადასტურებული შემთხვევაა.
ამის შესახებ ე.წ. მთავარი სანიტრის მოადგილე ანა გაგლოევამ განაცხადა.
მისი თქმით, დაინფიცირებული პირი სტუდენტია, რომელიც ცხინვალში რუსეთიდან ჩავიდა.
მისივე ინფორმაციით, ვირუსის დამარცხება 52-მა პირმა შეძლო.