საპატრიარქო დუბნინის მიტროპოლიტ იოანეს მიერ საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილს ავრცელებს

დუბნინის მიტროპოლიტი იოანე, დასავლეთ ევროპაში რუსული ტრადიციის მართლმადიდებელი ეკლესიების სამთავარესპისკოპოსოს მეთაური საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) წერილს უგზავნის.

“თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ და ძმაო თანამწირველო,

მივიღეთ თქვენი 2020 წლის 16 ივნისის წერილი და, გთხოვთ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ჩემი მოკრძალებული მოკითხვა გადასცეთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, გარწმუნებთ, რომ არასოდეს გვქონია განზრახვა, შეგვექმნა ქართული სამრევლო ჩვენს სამთავარეპისკოპოსოში.

მღვდელ-მონაზონ იეროთეოსის პუბლიკაცია იყო შეცდომითი, რადგან ჩვენ მისთვის ასეთი მისია არ დაგვივალებია. მას ჰქონდა მხოლოდ თანამსახურების ნებართვა ჩვენს ერთერთ სლავურენოვან სამრევლოში და ასევე მივეცით უფლება, ნაწილობრივ გამოეყენებინა თავისი მშობლიური ენაც მისივე სიკეთისთვის. მან კი საკუთარი სოციალური ქსელი გამოიყენა სხვა მიზნებისთვის, მიგვიყვანა რა ამ სამწუხარო ინციდენტამდე, რის გამოც ძალიან ვწუხვარ.

ამავე დროს, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ბოდიში და გარწმუნებთ ჩემს ძმურ სიყვარულში;

გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობასა და დიდ სიხარულს თქვენს მღვდელმთავრულ მსახურებაში”, – ნათქვამია წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები