ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა

ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ე.წ.რესპუბლიკაში 84 შემთხვევა ფიქსირდება.

ე.წ. მთავარი სანიტარის მოადგილის, ანა გაგლოევას თქმით, გასულ დღე-ღამეში 66 ტესტი ჩატარდა და მხოლოდ მათგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი.

ინფიცირებული სამშობლოში დაბრუნებული კურსანტია.

ამასთან, გაგლოევას თქმით, საავადმყოფოდან 5 პაციენტი გაწერეს, სულ ვირუსის დამარცხება 50-მა პირმა შეძლო.

ამჟამად, მკურნალობას 34 ადამიანია აგრძელებს, მათგან 33 კურსანტია, ერთი – მედიცინის მუშაკი.

დაკვირვების ქვეშ 149 ადამიანია იმყოფება.

ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 5 მაისს დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები