FLY HELP გირჩევთ – ინსტრუქცია ავია მგზავრებს

დაგვიანებული და გადადებული რეისი, დაკარგული ბარგი, ხომალდზე არდაშვება – ეს ის პრობლემებია, რომელსაც ავია მგზავრების ნაწილი მოგზაურობის პროცესში აწყდება. თუმცა, ალბათ, ცოტას თუ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უფლებები გააჩნიათ.

flyhelp, რომელიც უკვე 5 წელია ავიამგზავრთა უფლებებს იცავს, გირჩევთ გაეცნოთ ინფორმაციას, რომელიც მოგზაურობისას უსიამოვნო სიურპიზებს თავიდან აგარიდებთ ან სულაც ფულად კომპენსაციად აქცევს თქვენს ხარვეზულ მოგზაურობას.

თქვენი უფლებები:
ფრენის დაგვიანება, გადადება ან გაუქმება
ავია მგზავრები სარგებლობენ სპეციალური უფლებებით. კერძოდ, თუ ფრენამ დაიგვიანა 2 ან მეტი საათით, ავიახაზები ვალდებულნი არიან, მგზავრები უზრუნველყონ უფასო საკვებითა და გამაგრილებელი სასმელით. ხოლო თუ ფრენამ დაიგვიანა სამი ან მეტი საათით, მგზავრს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია 600 ევრომდე იმ შემთხვევაში, თუ დაგვიანება, ან ფრენის გაუქმება ავია ხაზის ბრალეულობით არის გამოწვეული!
ფრენის გაუქმების შემთხვევაში ავია მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს: ან ბილეთის სრული საფასურის უკან დაბრუნება ან ალტერნატიული მარშრუტი.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, შესაძლოა, თქვენი რეისი არც გადადებულა და არც გაუქმებულა, უბრალოდ თქვენ შეიძლება უარი გითხრან ხომალდში ჩასხდომაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ავია გადამზიდავი იმაზე მეტ ბილეთს ყიდის, ვიდრე ადგილი აქვს ხომალდში. ასეთ დროს უფლება გაქვთ მოითხოვოთ ბილეთის სრული საფასურის უკან დაბრუნება ან ალტერნატიული მარშრუტი.
თუმცა, უნდა იცოდეთ ისიც, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელ ოფციას აირჩევთ, დამატებით გეკუთვნით კომპენსაცია.

ბარგის დაკარგვა
ბარგის დაკარგვის დროს ავია ხაზს 21 დღე აქვს იმისთვის, რომ მოიძიოს ის და დაუბრუნოს პატრონს. თუ ამ პერიოდში არ ხდება ბარგის მოძიება, ის ითვლება დაკარგულად და მხოლოდ ამ 21 დღის შემდგე აქვს მგზავრს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. ასევე სანამ ბარგი მოიძებნება, მგზავრს აქვს უფლება შეიძინოს პირველადი მოხმარების ნივთები, რომლის საშუალო მოთხოვნადი თანხაა 20-50 დოლარი, შეინახოს გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და შემდგომ მოსთხოვოს ავია ხაზს ამ ხარჯის ანაზღაურება.

რჩევები მგზავრებს
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ფრენის დაგვიანების დროს კომპენსირდება ფრენები, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ნებისმიერი ავია ხაზით, ასევე ფრენები, რომელიც ხორციელდება საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით ევროპული ავია ხაზებით. კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია ფრენის მანძილზე.
რაც შეეხება ბარგის დაკარგვას ან დაზიანებას, ამ შემთხვევაში მგზავრმა აუცილებლად Lost & Found განყოფილებაში უნდა გააკეთოს განაცხადი და აიღოს PIR (Property Irregular Document) დოკუმენტი.მგზავრს ბარგის დაკარგვა/დაზიანების ფაქტიდან მაქსიმუმ 7 დღე აქვს დრო რომ მოახდინოს ამ საბუთის გამოთხოვა აეროპორტიდან.
ბარგის დაზიანების შემთხვევაში ასევე სასურველია დაზიანების ადგილებს. სურათები გადაუღოთ.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ზემოთ აღნიშნული პრობლემებიდან, რომელიმე შეგემთხვათ, თქვენს უფლებებს FLYHEPL დაიცავს.
კომპანია მომხმარებლებს სრულ სერვისს უწევს და მხოლოდ წარმატების მიღწევის შემდეგ აკავებს საკომისიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრი არაფერს იხდის.
იმისთვის, რომ დაზარალებულმა მგზავრმა კომპენსაცია მიიღოს, მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო – უნდა შეავსოს განაცხადი ვებ-გვერდზე, რომლის გაგზავნისთანავე, მინდობილობას მიიღებს. ამის შემდეგ მინდობილობის ამობეჭდვა და ხელმოწერილის მეილით კომპანიისთვის გაგზავნაა საჭირო, დანარჩენზე უკვე კომპანია ზრუნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები